სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: შესაბამისობა.

პროექტის იდეა: მორიგეობის ცხრილის შედგენა,

პროექტის აქტუალობა: დღეებსა და მოსწავლეებს შორის შესაბამისობა.

პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ შესაბამისობის დადგენა მოსწავლეებსა და
მორიგეობის დღეებს შორის;

მოსწავლეთა ასაკი. 9–10 წელი.

ვადები–ხანგრძლიობა–ორი დღე.

მოსალოდნელი შედეგები– დაადგენენ თავიანთი მორიგეობის დღეებს და შესაბამისობას დღეებსა  და ბავშვებს შორის.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი; ფანქარი, ქაღალდი,სტიკერები, კალენდარი. სახაზავი მოსწავლეთა სია, ფირჩატი.

პროექტის მსვლელობა–ძირითადი აქტივობები;პირველ დღეს შევკრიბე მოსწავლეები
გავაცანი პროექტის თემა და მიზანი. შევადგინეთ საჭირო რესურსების ნუსხა  და პროექტზე სამუშაოდ დავგეგმეთ მეორე დღე. მეორე დღეს შევიკრიბეთ და ბავშვებს შევახსენე, რომ ჩვენ დღეს დავადგენთ შესაბამისობას დღეებსა და თქვენს შორის,რომელ დღეს რომელი და რამდენი ბავშვი შეესაბამება. ჩვენ ვმუშაობთ კვირაში ხუთ დღეს, ამიტომ კლასის მოსწავლეთა რაოდენობა უნდა გადანაწილდეს კვირის დღეებზე, რადგან კლასში 12 ბავშვია და ხუთი სამუშაო  დღე გვაქვს, ამიტომ ორ დღეს იმორიგეებს სამ–სამი ბავშვი.
ეხლა ბავშვებო თქვენ თვითონ აირჩიეთ თქვენი მეწყვილე და შეარჩიეთ კვირის ერთი დღე.
ბავშვები ირჩევენ თავიანთ მეწყვილეს და კვირის ერთ დღეს. წერენ ფურცელზე და მაწვდიან.
აქვე ვამატებთ დარჩენილ  ორ ბავშვს. ეს დღეებია,ორშაბათი და პარასკევი. განვმარტავ რომ კვირის ორ დღეს შეესაბამება სამი ბავშვი, დანარჩენ სამ დღეს ორ–ორი ბავშვი. შემდეგ ვაკეთებ ცხრილს ფირჩატზე ბავშვებთან ერთად, ვაფორმებ მათი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით. ცხრილს ვაკრავ დაფაზე. 

მოსწავლეები კვირის დღეები.
ხარება, ლუკა, მარი
ირაკლი. რევაზი
თამაზი მარიამი
მიშიკო დათო
ტატო. ნინო
ქეთი

ორშაბათი
+  +  +




სამშაბათი

  +  +



ოთხშაბათი


   +  +


ხუტშაბათი



   +  +

პარასკევი




 + +    +

წყვილები მიდიან დაფასთან და ერთნაირი ფერის სტიკერებით აღნიშნავენ თავიანთი მორიგეობის დღეებს. შემდებ ვსვამ შესაბამის კითხვებს; ა. რომელ დღეს მორიგეობს თამაზი და მარიამი? ბავშვები ნახულობენ ცხრილში და პასუხობენ, ეს არის ოთხშაბათი.ბ. რომელ მოსწავლეებს შეესაბამება სამშაბათი დღე?. სამშაბათი შეესაბამება ირაკლის და რევაზის. გ. რამდენ დღეს შეესაბამება სამი მოსწავლე და რომელი დღეებია ეს? ორ დღეს შეესაბამება სამი მოსწავლე და ეს დღეებია ორშაბათი და პარასკევი.
პარალელურად დაფაზე გაკრულ ფირჩატზე
 ცხრილის ბოლოში ვაკეთებინებ შესაბამისობას დღეებსა და მოსწავლეებს შორის.
ორშაბათი–––––––––ხარება. ლუკა. მარიამი.
სამშაბათი–––––––––ირაკლი,რევაზი.
ოთხშაბათი–––––––თამაზი, მარიამი.
ხუთშაბათი––––––მიშიკო,  დათო.
პარასკევი–––––––ტატო, ნინო, ქეთი.
შეფასება––მოსწავლეებმა შეძლეს დაედგინათ შესაბამისობა კვირის დღეებსა და მოსწავლეებს შორის.

პროექტის ხემძღვანელი: როზა ანდღულაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: andguladzeroza@gmail.com